ნაფარეულიდან გაუჩინარებული გოგონა ნაპოვნია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულიდან გაუჩინარებული 20 წლის გოგონა პოლიციამ იპოვა.
თიკო ხუციშვილი ორი კვირის წინ გაუჩინარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ახალგაზრდას თბილისში მიაკვლიეს.
მათივე ცნობით, გოგონა თავს კარგად გრძნობს და ოჯახში იმყოფება.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები