ტრაპზონში „პეგასუსის“ სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ტრაპზონში, “Pegasus Airline-ის” სამგზავრო თვითმფრინავი კატასტროფას გადაურჩა. შემთხვევა ტრაპზონის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა. „ბოინგ 737“– ი დაშვების შემდეგ ბილიკზე მოსრიალდა და დახრილ ფერდობზე გაჩერდა.
ინციდენტის დროს ბორტზე 162 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ავარიის შედეგად არც ერთი მათგანი სერიოზულად არ დაშავებულა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს მხოლოდ მცირედი დაზიანებები აღენიშნებათ, ხოლო თვითმფრინავი შავ ზღვასთან ახლოს დაეშვა.
თვითმფრინავი რეისს ანკარიდან ტრაპზონის მიმართულებით ასრულებდა. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ინციდენტის შემდეგ, ტრაპზონის აეროპორტმა რამდენიმე საათით მუშაობა შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები