შსს–მ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ო.ლ. ბათუმში დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „WALTHER PPK“-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.  ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები