რუსთავში, ლილოს ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა

რუსთავში, ლილოს ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა სოფელ გაჩიანის ხიდთან მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ,,ფორდის“ მარკის მიკროავტობუსი და ,,ბე-ემ-ვეს“ მარკის მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები კლინიკა ,,რუსთავში“ გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები