დასავლეთ ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის დასავლეთ პროვინცია კერმანშაჰში 5.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები კერმანშაჰის ტერიტორიაზე უკვე გაგზავნილია.
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კერმანშაჰის ტერიტორიაზე 7.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად 620 ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი დაშავდა, ასევე, განადგურდა სოფლები და საცხოვრებელი სახლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები