ალბერტ აინშტაინის სასიყვარულო წერილების გამოფენა სამ ქვეყანაში მოეწყობა

ალბერტ აინშტაინის სასიყვარულო წერილების და ფარდობითობის თეორიის ხელნაწერების გამოფენა მსოფლიოს სამ ქვეყანაში პირველად მოეწყობა.
სააგენტო “thenews.com.pk”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხელნაწერების გამოფენა ჩინეთში, იაპონიასა და ტაივანში გაიმართება. სამივე ქვეყანაში ასევე, წარმოდგენილი იქნება აინშტაინის არქივის სხვადასხვა ხელნაწერები, რომლებიც იერუსალიმის არქივშია დაცული.
იერუსალიმის უნივერსიტეტი, მსოფლიოს უდიდესი ფიზიკოსის ალბერტ აინშტაინის კოლექციის სახლადაა მიჩნეული.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, ფარდობითობის თეორიის ხელნაწერი, წერილები, რომლებიც აინშტაინმა ზიგმუნდ ფროიდს მისწერა, ასევე იმ წერილების რეკორდული კოლექცია, რომელიც აინშტაინმა მის ოჯახის წევრებსა და საყვარელ ქალბატონს მისწერა.
უნივერსიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამოფენაზე წარმოდგენილი ყველა ნივთი ორიგინალი იქნება, გარდა აინშტაინის ჩიბუხისა, რომელიც ძალიან ძველია და გადატანის დროს შესაძლოა დაზიანდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები