საუდის არაბეთში ქალბატონებს საფეხბურთო სტადიონზე შესვლის უფლება პირველად მიენიჭათ

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის მოქალაქე ქალბატონები, დღეს პირველად შეძლებენ საფეხბურთო სტადიონზე შესვლას და მატჩზე დასწრებას.
ისლამურმა სამეფომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ლოიალური რეფორმატორის, მეფე მუჰამედ ბინ სალმანის გადაწყვეტილებით, კანონში ბევრი ცვლილება განახორციელა.
საფეხბურთო მატჩი, რომელზეც ქალბატონები შეძლებენ დასწრებას, დღეს გაიმართება. “საუდის პრემიერ ლიგის” 2 კლუბი ერთმანეთს ქალაქ ჯედაში დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ არაბეთის ეროვნული დღის აღსანიშნავად, სექტემბერში ქალაქ რიადში გამართულ საფეხბურთო მატჩს, არაბი ქალბატონები პირველად დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები