აფგან მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

აზერბაიჯანულმა სასამართლომ ჟურნალისტ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პროკურორი აფგან მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
აფგან მუხთარლი ბრალს არ აღიარებს.

აფგან მუხთარლის ბრალი აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები