პაკისტანში, ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა, პოლიციელი მოკლა

პაკისტანში ნაზიამაბადის ტერიოტრიაზე, ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, ადგილობრივ სამართალდამცველს ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველი პოლიციის შენობისკენ მიემართებოდა, როდესაც თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს.
პოლიციამ შემთხვევის ადგილი გადაკეტა და, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე დამნაშავეები არ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები