მეჭიაური: თიანეთში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა ქუცნაშვილი მაინც ცრუობს

თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და დაადასტურა ის ფაქტი, რომ ტრანსპორტის ფუნქციონირება მართლაც შეფერხებულია. როგორც მან “კვირასთან” საუბრისას განმარტა, ტენდერის ჩატარებას თავისი ვადები აქვს და უფრო ადრე ვერ მოხერხდებოდა.|
მისივე თქმით, გამარჯვებული უკვე გამოვლენილია და შესაბამისად, მომავალი კვირიდან პრობლემაც აღარ იქნება.
“ზაქარია, როგორც ყოველთვის, ახლაც ცრუობს, რაც შეეხება ტრანსპორტს, მართლაც შეფერხებულია, რაც გამოწვეულია იმით, რომ გუშინ ჩატარდა ტენდერი. როგორც ამიხსნეს, ტენდერის ჩატარებას აქვს თავისი ვადები და უფრო ადრე ვერ მოხერხდებოდა მისი ჩატარება. შესყიდვების სამსახურის უფროსმა კი, განმიმარტა, რომ ის თავად იყო საკრებულოს თავმჯდომარესთან ჩასული და სთხოვა, ჩაეტარებინათ აღნიშნულ საკითხზე სხდომა, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ ერთი თემის გამო ვერ მოხერხდებოდა ეს. თუმცა ახლა გამარჯვებული გამოვლენილია და შესაბამისად, პრობლემაც აღარ იქნება იმ კვირიდან”,-განაცხადა მეჭიაურმა.
მისივე თქმით ისიც სიცრუეა, რომ საჯარო მოსამსახურეები შეშის გარეშე არიან.
“ტყუილია ისიც, რომ საჯარო მოსამსახურეებს სიცივეში ვამყოფებ. მოვედი თუ არა სკოლებში, ბაღებში არსებული სიტუაცია მოვიკითხე და თუ სადმე იყო პრობლემა, უზრუნველვყავი. მხოლოდ ერთმა ახალსოფლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა დამიწერა, რომ შეშის პრობლემა ჰქონდა, რითიც, რა თქმა უნდა, დავინტერესდი”,-აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები