შსს პოლიციელებისთვის ახალი სამხრე კამერების შეძენას გეგმავს

შს სამინისტრო პოლიციელებისთვის ახალი სამხრე კამერების შეძენას გეგმავს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ განაცხადა.
კილაძის თქმით, ამჟამად არსებული კამერები თავიანთი ტექნიკური მონაცემებით, დროის დიდ მონაკვეთს ვერ იღებს.
“კამერებთან დაკავშირებით არის სერიოზული გამოწვევა იმ მხრივ, რომ არსებული კამერები თავიანთი ტექნიკური მონაცემებით, დროის ძალიან დიდ მონაკვეთს ვერ იღებენ. როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილია ახალი კამერების შეძენა, თუმცა ესეც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რისი საშუალებაც არის ბიუჯეტში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმუმს ცდილობს, რომ შესაბამისი ტექნიკური მონაცემების კამერები შეიძინოს. ეს იქნება უკეთესი როგორც მოქალაქეების დაცულობისთვის, ასევე თავად პოლიცილებისთვის, რადგან როცა პოლიციელს ედავებიან, თუ ის მართალია, ადვილად შეუძლია დაამტკიცოს სიმართლე, თუ კამერები მუდმივად ჩართული იქნება“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები