ზაზა სოფრომაძე: ნარკორეალიზატორების მიმართ ძალიან მკაცრები და უკომპრომისოები უნდა ვიყოთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვის მთლიანად შეჩერება არ მოხდება, თუმცა მისივე თქმით, საზოგადოების ფართო ჩართულობა და მეტი მზაობა მნიშვნელოვანია.
როგორც მან აღნიშნა, ნარკორეალიზატორების მიმართ სიმკაცრე და უკომპრომისობაა საჭირო.
“ბუნებრივია საპატრიარქოს განცხადება ყურადსაღებია, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი. ეს კანონპროექტი, ზოგადად, მიეკუთვნება ისეთი ნორმატიული აქტების კატეგორიას, რომელთა განხილვა, საზოგადოების სხვადასხვა პირის მიერ, აუცილებელია. მე არ ვფიქრობ, რომ კანონპროექტის განხილვის მთლიანად შეჩერება მოხდება, თუმცა ვიმეორებ, რომ საზოგადოების ფართო ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ზოგადად მიდგომებს, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები, უკომპრომისოები, რაც შეეხება ნარკომომხმარებლებს, აქ, რა თქმა უნდა, უფრო შემწყნარებლები უნდა ვიყოთ”, – განაცხადა სოფრომაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქო ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის შეჩერებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები