პაკისტანში 15 წლის ბიჭზე სექსუალურად იძალადეს, შემდეგ კი მოკლეს

პაკისტანში, ფაისალაბადის რეგიონში, სამართალდამცველებმა 15 წლის ბიჭის გვამი აღმოაჩინეს. ექსპერტების განცხადებით, დამნაშავეებმა ბიჭზე ჯერ სექსუალურად იძალადეს, შემდეგ კი მოკლეს.
სამართალდამცველების განცხადებით, მკვლელობის მოტივი უცნობია, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კი, ინფორმაციას გვამის გაკვეთის შემდეგ გაავრცელებენ.
პოლიციის განცხადებით, საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები