რუსთავში დაკავებულ ორ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულ ორ პოლიციელს, ირაკლი დარჩიაშვილსა და ბესიკ ბეგაშვილს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

პროცესი ხმაურის ფონზე წარიმართა, რის გამოც სასამართლოს დარბაზიდან ერთი პირი გააძევეს.

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დღეს დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები