რუსმა სამართალდამცველებმა 56 ძირი მარიხუანა ამოიღეს

2018 წლის იანვრის დასაწყისში, რუსმა სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, რომელიც მარიხუანას ყიდიდა. შემდეგ კი, ოპერატიული ინფორმაციის საშუალებით, რუსმა პოლიციელებმა სპეცრაზმის დახმარებით, ქალაქ კალინინგრადის გარეუბანში ნარკომოვაჭრე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნარკომოვაჭრის ბინის ჩხრეკისას, მარიხუანას დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს, დამნაშავეს საცხოვრებელ სახლში სპეციალური განათებები ჰქონდა დამონტაჟებული, სადაც მარიხუანა მოჰყავდა, სახლის სარდაფი და პირველი სართული სპეციალური საფარით იყო დაფარული.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამი ოთახი სათბურად იყო გადაკეთებული, სადაც მათ 56 ძირი მარიხუანა ამოიღეს.
სასამართლომ, ნარკომოვაჭრე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები