კომპანია „Samsung Electronics“, ახალ სმარტფონს „Galaxy S9“-ს, თებერვლიდან გამოუშვებს
სამხრეთ კორეული ტექნოლოგიური „გიგანტი“ „Samsung Electronics“, თავის ახალ მოდელს, „მობილურის მსოფლიო კონგრესზე“ თებერვალში წარადგენს. ინფორმაციას სააგენტო „thenews.com.pk“ ავრცელებს.
როგორც კომპანია „Samsung“-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ახალი მოდელი „Galaxy S9“, სავაჭრო ბაზარზე თებერვალში გამოჩნდება, გაყიდვების თარიღს კი კონფერენციაზე განაცხადებს.
„Samsung“-ის ბოლო მოდელი „Galaxy S8“, გასული წლის მარტში გამოჩნდა, მისი გაყიდვა კი აპრილიდან დაიწყო.
კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მომავალი წლისთვის დაგეგმილია დასაკეცი სმარტფონის გამოშვება.
„Samsung’s Galaxy S9 ” იქნება კომპანიის პირველი სმარტფონი, 512 გეგაბაიტი მეხსიერებით.