საქალაქო სასამართლო ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქალაქო სასამართლო ტერორიზმის მხარდაჭერაში ბრალდებულ ზურაბ იდოიძესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისათვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდების საქმეზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, კიდევ ერთ ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.

”საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა ერთ პირთან ერთად, ამ უკანასკნელის ავტომობილით, თურქეთში ჩააკითხა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს, სადაც გადასცეს მათ მობილური ტელეფონები და სიმ-ბარათები, აგრეთვე უზრუნველყვეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ტრანსპორტირება ავტომობილით, თურქეთის მხრიდან საქართველოს საზღვრამდე, საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის მიზნით.

სასამართლომ, დახურულ სხდომაზე შუამდგომლობის განხილვისას მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფორმალური (საპროცესო), ასევე ფაქტობრივი (მტკიცებულებითი) საფუძვლები. სასამართლომ დანაშაულის ხასიათის, საშიშროებისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლისა და მიმალვის საფრთხეები, ამდენად, ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა გამოიყენა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები