კალიფორნიაში სტიქიის დროს დაკარგულ 17 ადამიანს ეძებენ

კალიფორნიაში განვითარებული სტიქიის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგულად ითლება 20-მდე ადამიანი, რომელთა სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ინფორმაციას სააგენტო „abcnews.go.com“ ავრცელებს.
500-მდე მაშველი, დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოებში იღებს მონაწილეობას.
გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის დროს 30 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ამასთან, დაზიანებულია 300-მდე სახლი, დაშავებულთა რაოდენობა კი 28-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღიანმა წვიმამ, კალიფორნიაში წყალდიდობა გამოიწვია, რასაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, განადგურდა უამრავი სახლი და მოსახლეობის უმეტესობა საცხოვრებელი ადგილის გარეშე დარჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები