გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ქალი და მცირეწლოვანი გერის ცემაში ბრალდებული ქმარი – რა მოხდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში სამართალდამცველებმა 22 წლის რობერტ კისიევი დააკავეს, რომელიც მეუღლის არასრულწლოვანი შვილის ცემაშია ბრალდებული.
„სპუტნიკ ოსეტიას“ ინფორმაციით, დე ფაქტო მილიციაში აცხადებენ, რომ დაკავებულმა მასთან სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ქალბატონის შვილს სცემა, რაზეც გამოძიება დაიწყო. მას შემდეგ, რაც კისიევი ბავშვს გაუსწორდა, ის მიიმალა.
აღსანიშნავია, რომ „სპუტნიკ ოსეტიას“ ინფორმაციით, ბავშვის დედას – ლეილა კობალაძეს არაერთხელ მიუმართავს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისთვის, მაგრამ ჰოსპიტალიზებაზე უარს ამბობდა. ექიმების განცხადებით, ის აცხადებდა, რომ ორსულობის საწყის ეტაპზე იმყოფებოდა, თუმცა, საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა. ქალბატონი 3 იანვარს დაიღუპა. ექსპერტის დასკვნაში ნათქვამია, რომ მიზეზი გულის უკმარისობა და პნევმონიის შედეგად ფილტვების შეშუპებაა. მას ოთხი შვილი დარჩა. უფროსები კობალაძის მამასთან და ბებიასთან წაიყვანეს, ხოლო უმცროსი, წლინახევრის ბავშვი, რომლის მამაც რობერტ კისიევია, ახალგორის ბავშვთა სახლში მოათავსეს.
კისიევი ცხინვალის რაიონის მაცხოვრებელია, ის ქურდობისთვისაა წარსულში ნასამართლევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები