ტუნისში, საპროტესტო აქციების დროს, 300-მდე ადამიანი დააკავეს

ტუნისში სამართალდამცველებმა, საპროტესტო აქციის 300-მდე მონაწილე გვიან ღამით დააკავეს, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებსა და საკვებზე ფასების ზრდას აპროტესტებდნენ. ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.
სამართალდამცველებმა საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში მობილიზებულია სამხედრო არმია, რომელიც სამთავრობო შენობებს პროტესტანტებისგან იცავს.
ტუნისის პრემიერ-მინისტრი იუსეფ ქეჰიდი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და პროტესტანტებს „ ვანდალები“ უწოდა, ასევე განაცხადა, რომ „ისინი ქვეყნის დასუსტებას ცდილობენ“.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციები ტუნისში, რამდენიმე დღის წინ, 10 სხვადასხვა ადგილას გაიმართა, ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებიდან, 600-მდე ადამიანია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები