მადრიდში, ხანძრის დროს 13 ადამიანი დაშავდა
13 ადამიანი, მათ შორის 5 პოლიციელი დაშავდა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მომხდარი ხანძრის შედეგად. ხანძარი მოხუცებულთა სახლში მოხდა. ესპანური მედიის ცნობით, ხანძრის გამო, რომელიც შენობის ერთ-ერთ ოთახში დაიწყო, 20 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რვა ადამიანი, მათ შორის დაწესებულების თანამშრომელი ქალი, საავადმყოფოში არის გადაყვანილი, ხოლო სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება.