რუსმა მამაკაცმა სამხედრო საწვრთნელი ბაზიდან ტანკი მოიპარა და მაღაზიაში შეიჭრა

რუსეთში, ნასვამ მდგომარებაში მყოფმა მამაკაცმა, სამხედრო საწვრთნელი ბაზიდან ტანკი მოიპარა და ქალაქისკენ გაემართა, თუმცა, მისი „მოგზაურობა“, ინციდენტით დამთავრდა.
ახალგაზრდა ნასვამი მამაკაცი მაღაზიას დაეჯახა და ახლოს მდგომი ავტომობილიც დააზიანა.
სამართალდამცველებმა მისი დაკავება იმ დროს მოახერხეს, როდესაც დამნაშავე მაღაზიაში შევიდა და 1 ბოთლი ღვინის მოპარვას ცდილობდა. ინფორმაცისას „BBC“ ავრცელებს.
მურმანსკის ოლქის სამართალდამცვლები, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას აწარმოებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები