თურქულმა პოლიციამ რუსეთის ელჩის მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორი დააკავა

თურქულმა პოლიციამ მამაკაცი დააკავა, რომელიც შესაძლოა, მთავარი ფიგურა იყო რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ორგანიზებაში. ამის შესახებ გამოცემა „Sabah» იუწყება. მამაკაცის ვინაობა არ სახელდება, ცნობილია მხოლოდ მისი ინიციალები.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი შედის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციაში. მასთან კავშირის გამო, ის სახელმწიფო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მამაკაცი ცოტა ხნის დაკავებული იყო, მაგრამ შემდგომ გამოუშვეს. ასევე სტატიაში ნათქვამია, რომ დაკავებული იყენებდა პროგრამა „ByLock“-ს, რომლის საშუალებითაც, თურქული ხელისუფლების ვერსიით, „FETO“-ს წევრები დაშიფრული შეტყობინებებით კონტაქტობენ.
რუსეთის ელჩი თურქეთში, კარლოვი 2016 წლის 19 დეკემბერს, ანკარაში, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მოკლეს. დანაშაული პოლიციის თანამშრომელმა მევლუთ ალტინტაშმა ჩაიდინა, რომლის ლიკვიდაციაც ადგილზე მოხდა. პრაქტიკულად მაშინვე, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მკვლელობა გიულენის ორგანიზებული იყო, თუმცა, თავად მან მომხდარი საჯაროდ დაგმო და მას „ტერორის საშინელი აქტი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები