პარიზის სასტუმროში შეიარაღებული ძარცვა მოხდა

პარიზში მდებარე სასტუმრო „Ritz”-ში შეიარაღებული ძარცვა მოხდა, 5-მა შეიარაღებულმა პირმა, სასტუმროში არსებული საიუველირო მაღაზია გაძარცვა, „BBC“-ის ინფორმაციით, მძარცველებმა მილიონობით ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს.
ფრანგული მედიის ინფორმაციით ძარცვა, ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მოხდა.
სამართალდამცველებმა ძარცვაში მონაწილე 3 პირი უკვე დააკავეს, ორმა დამნაშავემ კი მოტოციკლით გაქცევა მოახერხა.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეების საშუალო ასაკი 20 წელია, რომლებიც წარსულშიც ყაჩაღობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულნი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები