მიხეილ გიორგაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე: ემოციურ ფონზე საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს

„ბუნებრივია, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დაღუპვა ძალიან დიდი ტრაგედიაა. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა ტერორიზმთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დაღუპვა ძალიან დიდი ტრაგედიაა, თუმცა გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ.
„ბუნებრივია, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის დაღუპვა ძალიან დიდი ტრაგედიაა. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო. მე ვგულისხმობ ტერორიზმთან დაკავშირებულ გამოწვევებს. ვფიქრობ, რომ შეფასებები ასეთ რთულ ემოციურ ფონზე არ უნდა გაკეთდეს და მითუმეტეს, საკითხის პოლიტიზირება არ უნდა მოხდეს. ფაქტია, რომ გამოძიების დასრულებამდე ყველანაირი შეფასებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ემოციური ფონი მძიმეა, ეს ადამიანურად გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ იმ დათქმით, რომ გამოძიება სწრაფად, ეფექტურად და გამჭვირვალედ ჩატარდეს“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები