ირაკლი სესიაშვილი: წვევამდელებს გარკვეული დისკომფორტი უნდა მოვუხსნათ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურს გარკვეული რეფორმები სჭირდება.
მისივე თქმით, წვევამდელებს გარკვეული დისკომფორტი უნდა მოეხსნათ.
„ამ მხრივ თავდაცვის სამინისტრომ პირველი აქტიური ნაბიჯი გადადგა და თქვა, რომ წვევამდელი პირველად გადის იმ სამხედრო მომზადებას, რომელსაც ჩვეულებრივ, საგანგებოთა სამხედრო მოსამსახურე გადის.
მათ ასევე გაუუმჯობესდათ სოციალური პირობები და აქვთ დასვენების უფლებაც. თუმცა, სამხედრო სავალდებულო საკითხში არის კომპლექსური პრობლემებიც. უნდა მოვუხსნათ წვევამდელებს გარკვეული დისკომფორტი, თუკი ასეთი არსებობს და სავარაუდოდ, არსებობს.
გარკვეული მონახაზები არსებობს, მაგრამ დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. შევთანხმდებით პრინციპებზე და ჩამოვყალიბდებით, რა ტიპის რეფორმა უნდა ჩატარდეს”,- განაცხადა სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები