ირაკლი სესიაშვილი: ოპოზიცია შეფარვით ცდილობს პოლიტიკური ქულები დაიწეროს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციის განცხადებას ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, ისინი შეფარვით ცდილობენ, პანკისში მომხდარი სპეცოპერაციის თემით, პოლიტიკური ქულები დაიწერონ. მისივე თქმით, ყოველივე მათი ქმედება სპეკულაციაა.
“ეს წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა, შეფარვით ცდილობენ პოლიტიკური ქულები დაიწერონ მაშინ, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს, მაშინ, როდესაც სპეცრაზმელი დაიღუპა. სპეკულაციაა, როდესაც გამოძიება აქტიურ პროცესშია, ნდობის ჯგუფი ჩატარდა, ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები, მე არ მიმაჩნია ეს სწორად, ეს არის შეფარვით ჩვენება, რომ ვიწრო პოლიტიკური შეხედულება გვირჩევნია ამ ქვეყნის მომავალ მშვიდობიან დღეს”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პანკისის ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის დროულად გამოძიებას მოითხოვს და დესტაბილიზაციის საშიშროებაზე ამახვილებს ყურადღებას.
სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი გუშინ გარდაიცვალა და მას დღეს დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები