შსს პროკურატურის მიერ პოლიციელების დაკავების ფაქტს ეხმაურება

შს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ბექა დოჭვირმა, რუსთავში დაკავებული პოლიციელების შესახებ კომენტარი გააკეთა.

“საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ქ. რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია  აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

ზოგადად პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება”, – აღნიშნა ბექა დოჭვირმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები