უაქციზო სასმელების BELUGA, HENNESSY, I JEVAN და ARARAT-ის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ქალაქ რუსთავში, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ალკოჰოლური სასმელის რეალიზაციას შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე  ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია უაქციზო სასმელები – BELUGA, HENNESSY, I JEVAN და ARARAT, რომელთა საბაზრო ღირებულება ჯამში  7 000 ლარს აღემატება.

საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები