არჩილ გამზარდია: თუ მეუფე შიო გახდება პატრიარქი, სულ სხვაგან იქნება სინოდი, სულ სხვაგან ეკლესია და სულ სხვაგან მრევლი

თუ მეუფე შიო გახდება პატრიარქი – სულ სხვაგან იქნება სინოდი, სულ სხვაგან თავად შიო, სულ სხვაგან ეკლესია და სულ სხვაგან მრევლი,- აღნიშნულ ვარაუდს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოთქვამს.

გამზარდიას შეფასებით, ვინც მეუფე შიოს მოსაყდრეობა გადაწყვიტა, დროის მოგებაზე იმუშავა.

“პატრიარქის მოსაყდრის ქადაგებებს ვეცნობი დროდადრო და უფრო და უფრო მეფიქრება, რომ თუ მეუფე შიო გახდება პატრიარქი – სულ სხვაგან იქნება სინოდი, სულ სხვაგან თავად შიო, სულ სხვაგან ეკლესია და სულ სხვაგან მრევლი.

ასე მგონია, პატრიარქმა, თუ იმან, ვინც გადაწყვიტა მეუფე შიოს მოსაყდრეობა, უბრალოდ დროის მოგებაზე იმუშავა. მიზნები არ ვიცი.

ბევრი რამ კიდევ დამატებით არც ითქმევა და არც დაიწერება (ჯერ),-წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები