პროკურატურამ ხობში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რა დროსაც ერთი პოლიციელი დაიღუპა გამოძიება დაიწყო

მთავარმა პროკურატურამ ხობში მომხდარი ავარიის ფაქტზე, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, გამოძიება დაიწყო.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულიხსმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამასთან, შს სამინისტრო ადასტურებს არსებულ ინფორმაციას, რომ ავარიის შედეგად დაშავებულები ზუგდიდის შს სამმართველოს განსაკუთრებულ დაავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები არიან.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 დაშავებული ამ დრომდე ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში არიან მოთავსებული.

როგორც „კვირას“ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ნიკოლოზ ჭეჟიამ განუცხდა, ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად, კლინიკაში 6 დაშავებული მიიღეს.
მისივე თქმით, ერთი მათგანი მალევე გარდაიცვალა.
დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისათვის კლინიკაში 5 პაციენტი რჩება, მათ შორის ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 4 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები