ხობში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა – არსებული ინფორმაციით, დაშავდნენ პოლიციელები

ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ნიკოლოზ ჭეჟიამ განუცხდა, ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად, კლინიკაში 6 დაშავებული მიიღეს.
მისივე თქმით, ერთი მათგანი მალევე გარდაიცვალა.
დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისათვის კლინიკაში 5 პაციენტი რჩება, მათ შორის ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 4 პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში, რომელიც ავარიისას დაშავდა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა.
ჯერ-ჯერობით, ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
მომხდარის შესახებ შსს-ს კომენტარს „კვირა“ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები