რას აცხადებს ზვიად კუპრავა მასზე თავდამსხმელის დაკავებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, მასზე თავდასხმაში ბრალდებულის დაკავებას ეხმაურება.

„როგორც ამ წუთებში ჩემთვის გახდა ცნობილი, ჩემზე თავდასხმის ფაქტზე, პოლიციამ დააკავა ერთი პირი, გ.დ. კარგია, თუ შსს-მ გახსნა დანაშაული, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოტივს, რა მოტივით მოახდინა დამნაშავემ ჩემზე თავდასხმა. იმედი მაქვს, გამოძიება დროულად გასცემს ამ კითხვას პასუხს! რა მოტივით განხორციელდა თავდასხმა?!“ – წერს კუპრავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ როგორც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, შს სამინიტრომ ზვიად კუპრავაზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავა.

„პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული გ. დ.  ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს“,- აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები