ინდოეთში ანომალური ყინვებისგან 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დასავლური მედიის ცნობით, ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში, 40-ზე მეტი ადამიანი ბოლო 24 საათის განმავლობაში ანომალური ყინვის შედეგად დაიღუპა. ბოლო კვირის განმავლობაში ამ შტატში რეკორდული სიცივე დაფიქსირდა. ზოგიერთ რეგიონში მინიმალური ტემპერატურა 2,9-7,5 გრადუსამდე მერყეობდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ცენტრალური გათბობა არ არსებობს. მთლიანობაში, 5 იანვრიდან დღემდე ინდოეთში 143 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც.
ასევე, ძლიერი ნისლის გამო, აღნიშნულ შტატში დარღვეულია სარკინიგზო მიმოსვლა, გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები, არიან დაღუპულები. შტატის საჯარო სკოლებში სწავლა შეწყვეტილია, ხოლო მეტეოროლოგების პროგნოზით, რთული მეტეოროლოგიური პირობები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები