ტერორისტების ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ იდოიძეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

ტერორისტების ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ზურაბ იდოიძეს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.
სუს-ის ინფორმაციით, გუშინ სოფელ ომალოში დაკავებული ზურაბ იდოიძე, იმავე ბრალდებით დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად, ახმედ ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებს თურქეთიდან საქართველოში გადმოსვლაში ეხმარებოდა. სუს-ის ცნობით, სწორედ იდოიძემ მიიყვანა ტერორისტები თურქეთ-საქართველოს საზღვრის მწვანე ზოლთან.
ზურაბ იდოიძის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და არ სურს საჯარო განცხადების გაკეთება. მისივე განმარტებით, სამართალდამცავების მხრიდან, ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები