შსს: ზვიად კუპრავა მეზობელთან კონფლიქტისას დაშავდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კუპრავას კონფლიქტი მეზობელთან ჰქონდა.

„მიმდინარე წლის 10 იანვარს, გამთენიისას, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოიძახა. პირველადი ინფორმაციით, კუპრავას მეზობელთან კონფლიქტი ჰქონდა და პოლიციის დახმარებას ითხოვდა.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კუპრავამ აცნობა, რომ მეზობელმა – გ.დ.-მ მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მისივე თქმით, აღნიშნულმა პირმა ავტომანქანა დაუზიანა. საპატრულო პოლიციის და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებს ზვიად კუპრავამ თავდაპირველად დახმარებაზე უარი განუცხადა. მან, ასევე, გამოიძახა სასწრაფო დახმარება.

თავიდან პირველად დახმარებაზეც უარი თქვა, თუმცა შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გაჰყვა”,- აცხადებენ შს სამინისტროში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) და 187-ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები