უნგრეთში მიგრანტები შესვლას ვეღარ შეძლებენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალში მიგრანტებს აღარ მიიღებს, ასევე ევროპაში ჩასულ ყველა მიგრანტს, რომელიც თავშესაფრის მიღებას ცდილობს, „მუსლიმი დამპყრობლები“ უწოდა.
„მე შემიძლია ვისაუბრო უნგრელ ხალხზე, მათ არ სურთ არანაირი მიგრაცია“
„მიგრანტების უმრავლესობა ევროპაში იმიტომ ჩამოდის, რომ მათ სურთ ევროპის ეკონომიკური მდგომარეობა გამოიყენონ“, _ განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.
პრემიერ-მინისტრმა 2018 წელი დააანონსა, როგორც „ხალხის ნების აღდგენის“ წელი და გააკრიტიკა ევროპელი ლიდერები, რომლებიც „არ აკეთებენ იმას, რაც ხალხს სურს“.
ვიქტორ ორბანმა გერმანიასა და უნგრეთს შორის არსებულ განსხვავებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „გერმანიას სურს მიგრანტები, ჩვენ არა“. ასევე, აღნიშნა, რომ უნგრეთმა 2015 წლიდან, საიმიგრაციო კრიზისის მართვისთვის, მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები