თბილისში საშობაო ალილო მიმდინარეობს

თბილისში ტრადიციული საშობაო ალილო მიმდინარეობს. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ალილო „ვარდების მოედნიდან“ დაიწყო, რომლის მონაწილეებიც რუსთაველის გამზირის გავლით, პარლამენტის შენობის წინ, თბილისის საკრებულოსთან, საქართველოს საპატრიარქოს შენობასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაივლიან, რის შემდეგაც მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

მსვლელობა დეკორაციების გამოყენებით, კოსტიუმირებული და სანახაობრივია, რომელიც მიმსგავსებულია მაცხოვრის შობის ღამესთან. მსვლელობაში სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები მონაწილეობენ. სრულდება საშობაო საგალობლები. მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს. მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან. ალილოს მონაწილენი შემოწირულობებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიიტანენ. 9 იანვარს კი ალილოზე შემოწირული ტკბილეული ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე, სასჯელაღსრულების ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებში და ე.წ. მატროსოვის ციხეში გადანაწილდება.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს და ის ბოლო რამდენიმე წელია აღდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები