ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს (ფოტოკოლაჟი)

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ოცეულის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის დღესასწაული აღნიშნეს. საზეიმო წირვა-ლოცვა 31-ე ბატალიონის კაპელანმა, მამა გობრონ ზივზივაძემ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.

საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირები დაესწრნენ.

Фото საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები