ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით, დღეს ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტრადიციული საშობაო ალილოს მსვლელობის გამო, 7 იანვარს, 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები და ბარათაშვილის აღმართი დროებით დაიკეტება.

აღნიშნული მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები დროებით შეიცვლება. კერძოდ, რუსთაველის გამზირის გახსნამდე, ავტობუსები მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და ელბაქიძის აღმართის გავლით იმოძრავებენ.

მას შემდეგ, რაც მსვლელობა ბარათაშვილის აღმართს მიაღწევს, ავლაბრიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები ავლაბრის მოედანზე დატრიალდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები