ირაკლი ბერაია: იმის ნაცვლად, რომ ანალიზი გაკეთებულიყო, შსს-ს აუდიტორული შემოწმების დასკვნას პოლიტიკურად ანგაჟირებული გაშუქება მოჰყვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ შსს-ს აუდიტორული შემოწმების დასკვნის ანალიზი გაკეთებულიყო, ყოველივე ამას პოლიტიკურად ანგაჟირებული გაშუქება მოჰყვა. როგორც მან აღნიშნა, შს სამინისტრო 2013 წლიდან გატარებული რეფორმების მასშტაბებითა და შინაარსით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე უწყებაა.
“თუ წარმომადგენლობით ხარჯებს ჩავხედავთ, აუდიტის დასკვნაშივე განმარტებულია, რომ 2016 წელს, 2015-თან შედარებით, ხარჯები შემცირებულია, ხოლო დანამატების ოდენობა სახელფასო ფონდთან შედარებით, 2%-საც კი არ შეადგენს. აქვე ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლიდან გატარებული რეფორმების მასშტაბებითა და შინაარსით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე უწყებაა. აუდიტის დასკვნები ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას ემსახურება და მაგალითად, სახელფასო პოლიტიკის სფეროში ჩვენ უკვე მივიღეთ ახალი კანონმდებლობა”,-აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესახებ დასკვნა 29 დეკემბერს გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2016 წლის 31 დეკემბრამდე არსებულ ვითარებას ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები