გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. სოფელ ჩალაუბანში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.