“შეიქმნება ელიტა და ძლიერი ძალა, რომელიც მზად იქნება ბრძოლისთვის”- ჩინეთის პრეზიდენტი ჯარისკაცებს მოუწოდებს

ჩინეთის პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, ჩინელ სამხედროებს მოუწოდებს, მზად იყვნენ ქვეყნის დასაცავად და არ შეეშინდეთ სიკვდილის! განცხადება აზიაში განვითარებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე გაკეთდა. ინფორმაციას სააგენტო “thenews.com.pk” ავრცელებს.
პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ “შეიქმნება ელიტა და ძლიერი ძალა, რომელიც მზად იქნება ბრძოლისთვის და გაიმარჯვებს ახალი ეპოქის მიერ დასახულ ამოცანებში”
სხვადასხვა მედიასაშუალებების განცხადებით, ათასობით ჯარისკაცი, პრეზიდენტის გამოსვლის მოსასმენად, ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე შეიკრიბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები