“ამერიკული სამართლიანობით” მთელი მსოფლიო იტანჯება-რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მანჰეტენის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “თუ ეს ამერიკული სამართლიანობაა, მაშინ მსოფლიო უნდა შეშფოთდეს, რადგან მართლმსაჯულების ეს მიდგომა მიუღებელია”.
მას შემდეგ, რაც მანჰეტენის სასამართლომ თურქული “Halkbank”-ის გენერალური დირექტორის მეჰმეთ ჰაკან ატილას წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ხუთ საქმეში იგი დამნაშავედ სცნო, თურქეთის პრეზიდენტმა, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ “ამერიკული სამართლიანობით” მთელი მსოფლიო იტანჯება.
შეგახსენებთ, რომ თურქული “Halkbank”-ის გენერალური დირექტორი, საბანკო თაღლითობასა და აშშ-ის სანქციების დარღვევაშია ბრალდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები