სააკაშვილმა საქართველოში დაუსწრებლად წაყენებული ბრალდება უკანონოდ გამოაცხადა

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მისთვის დაუსწრებლად სასჯელის წაყენება უკანონოდ და საერთაშორისო ნორმების დარღვევად გამოაცხადა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

„საქართველოს სასამართლოს მიერ წაყენებული სასჯელი, ჩემს მიმართ, სავსებით უკანონოა და არანაირ საერთაშორისო და ნაციონალურ ნორმებს არ შეესაბამება. პრეზიდენტის განსჯა შეწყალების უფლების გამოყენებაზე, რომელიც არანაირად არ არის შეზღუდული, მთლიანად პოლიტიკურ პროცესზე მეტყველებს. ეს ასევე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობამ ხუთი წლის განმავლობაში ვერაფერი იპოვა ჩემს წინააღმდეგ: არავითარი ფაქტები კორუფციასა და სხვა კანონდარღვევებზე“, – წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები