“დედაენის ბაღში” საშობაო ზღაპარი დაიწყო

5, 6 და 7 იანვარს, “დედაენის ბაღი” საშობაო ზღაპარს უმასპინძლებს. „გპირდებით, რომ ყველა, ვინც ქუჩის წარმოდგენას დაესწრებით, შეიგრძნობთ იმ საშობაო განწყობას, რომელიც ბავშვობიდან თანგვდევს და ისევ გვათბობს. ამ ემოციას ასაკი არ აქვს…
წამოდით “დედაენის ბაღში”, საშობაო სიმყუდროვითა და თავისებური ნოსტალგიით სავსე ჯადოსნურ სამყაროში სამოგზაუროდ!“ – აცხადებენ ორგანიზატორები.
წარმოდგენა 3 იანვარს დაიწყო და 5 დღის განმავლობაში განვითარდება, 7 იანვარს, ზღაპრის ტრიუმფალური დასასრული იქნება.
კოსტიუმების მხატვარი – უტა ბექაია; მუსიკა – ნიკა კოჩაროვი; რეჟისორი – ნიკა შველიძე; სცენარის ავტორი-ანა კორძაია სამადაშვილი; პროდიუსერი – ლიკა ევგენიძე; მენეჯერი – გიორგი ბაბალაშვილი.

5 იანვარი

10:00 – 14:00 ფონური მუსიკა – “christmas songs”
12:00 – 00:00 საშობაო ბაზრობა, საერთო ზონა – დედა ენის ბაღი
12:00 – 23:00 საახალწლო ბაზრობა – „ახალი ტფილისი“
12:00 – 18:00 საბავშვო-გასართობი პროგრამები – “დედაენის ბაღი”
12:00 – 19:00 კინოთეატრი ღია ცის ქვეშ
12:00 – 19:00 მანქანების პარკი
12:00 – 19:00 სახელოსნო/ვორკშოფები
11:00 – 18:00 საახალწლო სპორტული აქტივობები – “დედაენის ბაღი”
14:00 – 15:00 „ექსპერიმენტორიუმი“ – წარმოდგენა
15:00 – 21:00 “New Comers” – „ახალი ტფილისი“
17:00 – 18:00 მსვლელობა/პერფორმანსი – „საშობაო ზღაპარი“
20:00 – 21:00 ქეთი ორჯონიკიძე და ბენდი – კონცერტი
21:00 – 00:00 ალტერნატიული მუსიკის/დიჯეების კონცერტები – “დედაენის ბაღი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები