ეროვნულ ბიბლიოთეკაში თანამედროვე მხატვართა გამოფენა გაიმართება

5 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თანამედროვე მხატვართა საშობაო გამოფენა გაიმართება.
„5 იანვარს, 18:00 საათზე, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თანამედროვე მხატვართა ჯგუფური გამოფენა გაიმართება.
ბევრი საინტერესო მაღალ მხატვრული ტილო გამოიფინება. გვეწვიეთ, თვალი გაადევნეთ, თუ როგორ ვითარდება თანამედროვე ქართული ფერწერა.
დღეს ხვალისთვის გამოსაფენი ჩვენი ნამუშევრები მივიტანეთ.
დარბაზში ჩემს მეგობრებს, შესანიშნავ მხატვრებს – ბატონ კავალი შანავასა და ბატონ გოჩა ზირაქიშვილს შევხვდი, დავსხედით, ვისაუბრეთ, მეტად საამო საუბარი და განსჯა გვქონდა, ალბათ, მხატვართათვის ტიპურ – კომპოზიციაზე, პერსპექტივაზე, ფერსა და კონტრასტზე, დეკონსტრუქციაზე, ახალ მიმართულებებზე მხატვრობაში, თანამედროვე მხატვართა ურთიერთობაზე და სიყვარულსა და სიკეთეზე, ურომლისოდაც ფუნჯი ტილოს ვერ ეკარება!
მობრძანდით ჩვენს ჯგუფურ გამოფენაზე, გაგვნსაჯეთ, გვითხარით რამე ისეთი, რაც ჩვენ მეტად დაგვაფიქრებს, კრიტიკულად განგვაწყობს მისადმი, რაც ჩვენ თქვენ წინაშე გამოვიტანეთ შესაფასებლად, თუ საქებარს რამეს იტყვით, ისე თქვით, რომ ჩვენც გავიგოთ და მივხვდეთ, რა არის ის, რის გამოც თქვენ ჩვენთვის ეპითეტს იმეტებთ, მე მინდა თქვენგან გავიგო, მართლა რა არის ის, რამაც თქვენ ჩემს (ჩვენს) ტილოსთან შეგაჩერათ, რა ჰქვია იმ გრძნობას, გულში რომ აღგეძრათ, რატომ შეყოვნდით! მერწმუნეთ, ეს ჩვენ – მხატვრებს მართლა გვაინტერესებს, ჩვენ ამისთვის ვცოცხლობთ და ვიღწვით“! – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მხატვარი გიორგი მელუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები