ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის შენობასთან თავი აიფეთქა, შედეგად, 20 – მდე ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. რამდენიმე დაშავებული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას სააგენტო “Reuters” ავრცელებს.
ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
აფეთქება იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ იყო მიმართული, რომლებიც უკანონო ნარკოტიკებისა და ალკოჰოლური სასმლების საქმის გამოძიებას აწარმოებდნენ.
შეგახსენებთ, რომ ავღანელმა სამართალდამცველებმა “ისლამური სახელმწიფოს” ქსელი გამოააშკარავეს, რომლებიც ქაბულში ფართომასშტაბიან ტერორისტულ თავდასხმებს გეგმავდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები