2017 წელს საქართველოს 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2017 წელს საქართველოს 7 554 936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 18,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

გასული წლის იანვარ-დეკემბერში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3 478 932 შეადგინა, რაც 27,9%-ით მეტია 2016 წლის იანვარ-დეკემბრის მაჩვენებელზე.

2017 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან 1,718,016 (+14.8%), აზერბაიჯანიდან 1,694,998 (+11.2%), რუსეთიდან 1,392,610 (+34.1%),თურქეთიდან 1,246,745 (-0.8%) და ირანიდან 322,938 (+118.3%) განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – დეკემბერში გამოირჩეოდნენ გაერთიანებული სამეფო +39.9%, ნიდერლანდები +31.1%, ესპანეთი +29.9%, საფრანგეთი +29.6% და გერმანია +25.7%.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +316.1%, საუდის არაბეთი +164.6%, ქუვეითი +154.3%, ირანი +118.3%, ინდოეთი +64.1%, ჩინეთი +54% და სხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს 600 004 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 113 402-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

დეკემბრის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 234 969 შეადგინა, რაც 56 591-ით მეტია 2016 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები