აშშ–ში, ანომალური ყინვის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა

13 ადამიანი დაიღუპა, ბოლო ერთ კვირაში, ანომალური სიცივისა და თოვის შედეგად, რომელიც აშშ–ს დატყდა თავს. ამის შესახებ ტელეკომპანია „CNN“ იუწყება.
ადამიანების დაღუპვის ფაქტები დაფიქსირებულია ვისკონსინის, ტეხასის, მისურის და მიჩიგანის შტატებში. 6 ადამიანი დაიღუპა გამყინვარებისგან. დანარჩენები კი, იმ ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლნი გახდნენ, რომლებიც გზების მოყინვამ გამოიწვია. ნიუ–იორკში მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. აქ დღე–ღამეში 30 სანტიმეტრამდე თოვლს ელიან, ნავარაუდევია ძლიერი ქარიც, ღამით კი, ტემპერატურა მინუს 12 გრადუსამდე დაეცემა. აეროპორტებმა უკვე ორი ათასამდე რეისი გადადეს. უამრავი საავტომობილო გზა დაბლოკილია. ციკლონი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ქვეყნის ყველაზე სამხრეთი შტატი–ფლორიდა მოიცვა. იქ თოვლი, თითქმის 30 წელია, აღარ უნახავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები